png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოზურგეთში „ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა შენობები სურსათ-სანოვაგის ტომრებით გაივსო - ხათუნა გოგორიშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.10.2020
  • 13:48
ოზურგეთში „ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა შენობები სურსათ-სანოვაგის ტომრებით გაივსო - ხათუნა გოგორიშვილი

ოზურგეთში „ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა შენობები გუშინ ღამე სურსათ-სანოვაგის ტომრებით გაივსო, რათა დაიწყოს მოსყიდვა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა. ის ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელბი მოსახლეობისთვის სურსათის დარიგებას აპირებენ. 

„გუშინ ღამე ოზურგეთის სარიტუალო დარბაზის შენობაში ტომრებით შემოიტანეს სურსათ-სანოვაგე. ეს არ არის გამონაკლისი, „ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა შენობები გუშინ ღამე მსგავსი ტომრებით გაივსო, რათა დაიწყოს მოსყიდვა და ამომრჩევლისთვის დარიგება. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული სარიტუალო სახლის დირექტორმა, ნათია ღლონტმა განაცხადა, რომ ეს პროდუქტი განსაზღვრულია საბავშვო ბაღებისთვის და დღეს დილიდან საბავშვო ბაღები თავის კუთვნილ სანოვაგეს წაიღებენ. მას შემდეგ რაც დავუკავშირდით ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ოზურგეთში, მაკა ჭყონიას, მან განაცხადა, რომ არანაირ ბაღებსა და ბაღების სააგენტოს აღნიშნულ პროდუქტებთან არ აქვს შეხება და საერთოდ წარმოადგენა არ აქვს, რა პროდუქტებზეა საუბარი. როგორც ყველაფერში, ამაშიც უნიათოები არიან და ერთმანეთში მესიჯების შეთახმებასაც ვერ ახერხებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. გუშინდელი ღამე და დღევანდელი ღამე „ქართულ ოცნებას“ აქვს განსაზღვრული პროდუქტების მობილიზაციისთვის და შემდეგ მის დასარიგებლად, მაგრამ ვერანაირი მაკარონით, ვერანაირი ზეთით და ვერმიშელით ვერ გაანეიტრალებენ იმ რვაწლიან ჩაფლავებულ პოლიტიკას, რომელიც მათ ჰქონდათ ამ ხნის განმავლობაში. ვერც სიღარიბეს უშველიან ორი კილო მაკარონით, ვერც ფასებს შეცვლიან ერთი ბოთლი ზეთით და ვერანაირად დაიმსახურებენ ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერას.ყველა მათგანს კანონის შესაბამისად მოეთხოვებათ პასუხი“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge