png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რიმა ბერაძემ ჩეჩელაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • საზოგადოება
  • 19.01.2016
  • 11:37
რიმა ბერაძემ ჩეჩელაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის წარმომადგენლებთან ერთად ჩეჩელაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

ჩუღურეთის რაიონში მდებარე ჩეჩელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სამი დღის წინ დაიწყო. განახლების შედეგად ქუჩაზე, რომლის სიგრძე 1კმ-ზე მეტია მთლიანად გამოიცვლება მიწისწქვეშა კომუნიკაცია, გაკეთდება  სანიაღვრე ჭები, ჩაიყრება წყლის ახალი მილები, დაიგება ასფალტის საფარი და ქუჩის განათება მოწესრიგდება. 

აღდგენითი სამუშაოების დაწყების თხოვნით, რიმა ბერაძეს ქუჩის მცხოვრებლებმა მიმართეს. მათი განცხადებით, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ექვსი ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა და მათი დაწყება მაჟორიტარი დეპუტატის ძალისხმევით შედეგად გახდა შესაძლებელი. 

„ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 250 ოჯახზე მეტი ცხოვრობს და ამ ქუჩის მოწესრიგება მოსახლეობის თხოვნა იყო. სამუშაოების დაწყების საშუალება 2016 წლის ბიუჯეტმა მოგვცა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა  დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ამის შემდეგ ქუჩაზე ასფალტის საფარიც დაიგება და განათებაც მოწესრიგდება“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge