png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 5 პირი. სროლის ფაქტი არ დასტურდება - ვაჟა სირაძე

  • სამართალი
  • 31.10.2020
  • 18:11
ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 5 პირი. სროლის ფაქტი არ დასტურდება - ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გლდანში ერთ-ერთ უბანზე მომხდარ ინციდენტებზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. როგორც ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი ინფორმაციით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, რაც შეეხება სროლის ფაქტს, არ დასტურდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მობილიზებულები არიან საარჩევნო უბნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირველადი ინფორმაციით, 5 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.

რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ამ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სროლის ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ. რაც შეეხება უბანზე იარაღით ყოფნის ფაქტს, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას",- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
  • 13:49
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 13:23
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
  • 12:10
მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
  • 12:06
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
  • 10:25
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge