png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მე მესმის მუსლიმთა გრძნობების - მაკრონი

  • მსოფლიო
  • 31.10.2020
  • 21:19
მე მესმის მუსლიმთა გრძნობების - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ესმის მუსლიმების გრძნობების სკანდალური კარიკატურების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, მათზე პასუხისმგებლობა დამოუკიდებელ მედიას ეკისრება და არა ხელისუფლებას.

„მესმის მუსლიმების გრძნობების მოციქულ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თუცა მათ უკან ხელისუფლებას არ დგას, ეს მომდინარეობს თავისუფალი და დამოუკიდებელ მედიისგან, რომელსაც ხელისუფლებასთან არაფერი აკავშირებს“, - განუცხადა მაკრონმა ტელეარხ „ალჯაზირას“.

მაკრონის თქმით, მუსლიმური სამყაროს რეაქცია მისი გამოსვლის შემდეგ გამოწვეულია მისი სიტყვების დამახინჯებამ და არასწორმა მიდგომამ, თითქოს ის ამ კარიკატურების გამოქვეყნების მომხრეა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მუსლიმები ყველაზე მეტად ზარალდებიან იმ ადამიანების მოქმედებისგან, რომლებიც ამახინჯებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებსაც ისლამი მოიცავს. „არიან ადამიანები, რომლებიც ამახინჯებენ ისლამს და ამ რელიგიის სახელით მოითხოვენ მის დაცვას“, - განაცხადა მაკრონმა.

16 ოქტომბერს კონფან-სენტ-ონორინის კომუნაში სკოლასთან მამაკაცი თავს დაესხა ისტორიის მასწავლებელს და თავი მოკვეთა. პოლიციამ თავდამსხმელი მეზობელ კომუნაში გაანადგურა.

ადგილობრივი მედის ცნობით, მასწავლებელი მოსწავლეებს თავისუფალი სიტყვის შესახებ ესაუბრებოდა და ჟურნალ  Charlie Hebdo-ში გამოქვეყნებულ მუჰამედ მოციქულის კარიკატურებს აჩვენებდა.

ემანუელ მაკრონმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება დაიცავს სიტყვის თავისუფლებას და არ აკრძალავს ნებისმიერი კარიკატურის გამოქვეყნებას.

ამასთან, ის გამოვიდა იდეით საფრანგეთში გათავისუფლდეს ისლამი უცხოური ზეგავლენისგან და გაძლიერდეს კონტროლი მეჩეთების დაფინანსებაზე და განვითარდეს ქვეყანაში “საგანმანთლებლო ისლამი“.

მაკრონის განცხადებამ აღშფოთება გამოიწვია მუსლიმურ ქვეყნებში, სადაც  დაიწყო  ფრანგული პროდუქციისთვის ბოიკოტის კამპანია. ამის გარდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საფრანგეთის მოქალაქეებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge