png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კაპიტალური ბაზრის კონცეფცია განიხილეს

  • ეკონომიკა
  • 19.01.2016
  • 15:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კაპიტალური ბაზრის კონცეფცია განიხილეს

კაპიტალური ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს საფონდო ბირჟის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტრო მიერ შემუშავებული კაპიტალური ბაზრის კონცეფცია. საფონდო ბირჟის მენეჯმენტმა მოისმინა მთავრობის სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს სააქციო ფასიანი ქაღალდების, კორპორატიული ობლიგაციების, დერივატივებისა და სხვა ინსტრუმენტების დანერგვას. ბირჟის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს მთავრობის სამოქმედო გეგმა და წარმოადგინეს თავიანთი ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა,  კაპიტალური ბაზრის განვითარება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს და წინაპირობას ეკონომიკური აქტივობის ზრდისათვის. მისი განცხადებით, კაპიტალური ბაზრის გააქტიურება შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს მოიზიდონ გრძელვადიანი ფულადი რესურსი ადგილობრივ ვალუტაში, რაც ამ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს. შეხვედრაზე ითქვა, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო აქტების შემუშავება და ბირჟის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება,  რაც თვისობრივად ახალ გარემოს შექმნის კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის.

 
 
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge