png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ახალი, უპრეცედენტო შეთავაზება იურიდიულ პირებს

  • ეკონომიკა
  • 04.11.2020
  • 16:05
საქართველოს ბანკის ახალი, უპრეცედენტო შეთავაზება იურიდიულ პირებს

საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის მის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი იურიდიულ პირებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ პროდუქტებზე უპრეცედენტო, სრულიად ციფრულ მომსახურებას სთავაზობს.

აღნიშნული სერვისი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს სწრაფად და ეფექტურად მოახდინოს გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება, მიიღოს მონაწილეობა საქართველოს სამთავრობო აუქციონში და დროის რეალურ რეჟიმში უყუროს მიმდინარე გარიგების სტატუსს. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ციფრული მომსახურების ფარგლებში მომხმარებელი ასევე შეძლებს გადაამოწმოს პორტფელის მოცულობა, მისთვის სასურველ ფორმატში ჩამოტვირთოს გარიგებებზე ინფორმაცია  და  დაათვალიეროს პორტფელის დინამიკა, როგორც ფულადი სახსრების, ასევე ფასიანი ქაღალდების კუთხით.

„როგორც საქართველოს ბაზარზე ერთადერთი ქასთოდიანი ბანკი, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას, რაც მოიცავს: ფასიანი ქაღალდების შენახვას და ანგარიშსწორებას, კორპორაციული ქმედებების მართვას და მათგან მიღებული შემოსავლების აღრიცხვას. ასევე, სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ რეპორტინგს. საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს ისეთი ინსტრუმენტების შენახვას როგორიცაა ობლიგაცია, აქცია, თამასუქი, სადეპოზიტო სერტიფიკატი და ფონდი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული სერვისების მიღება ჩვენს მომხმარებელს უკვე სრულად ციფრულად შეუძლია“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ქასთოდიანი ბანკი, მომხმარებელს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას უკვე 10 წელია სთავაზობს. ბანკი აქტიურად არის ჩართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში და ყოველწლიურად ნერგავს ინოვაციურ პროდუქტებს და ახალ შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის სერვისი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. სერვისის მაღალ ხარისხზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 8 წლის მანძილზე, 2012 წლიდან მოყოლებული, ბანკი ყოველ წელს იღებს Global Finance-ის ჯილდოს-World’s Best Sub-Custodian Bank, როგორც საქართველოში საუკეთესო ქასთოდიანი  ბანკი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f7599c082dc63b8893e975f

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge