png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არიზონაში, ტრამპის მომხრეებმა საარჩევნო ცენტრში შეჭრა სცადეს

  • მსოფლიო
  • 05.11.2020
  • 14:13
არიზონაში, ტრამპის მომხრეებმა საარჩევნო ცენტრში შეჭრა სცადეს

არიზონას შტატში, მარიკოპის ოლქში საარჩევნო ცენტრის შენობაში დონლად ტრამპის მომხრეებმა შეჭრა სცადეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტელერახ  ABC15-ის ცნობით, ტრამპის მხარდამჭერები შეიკრიბნენ საარჩევნო ცენტრთან, სადაც ხმების დათვლა მიმიდინარეობდა და შენობაში შეჭრა სცადეს. რამდენიმე მათგანმა ცენტრში შეღწევა მოახერხა. ისინი ხმების დათვლასთან დაკავშირებით პასუხებს ითხოვდენ, თუმცა მათ შენობა დაატოვებინეს.

ტელერახი NBC იუწყება, რომ შეკრებილი იყო დაახლოებით 300 ადამიანი. მათ ხელში დროშები და ტარნსპარანტები ეჭირათ. ისმოდა შეძახილები, რომ ტრამპს ხმები მოპარეს. გაზეთი New York Times-ი  წერს, რომ ზოგიერთი მათგანი შეიარაღებული იყო.

საარჩევნო ცენტრმა არეულობის გამო შენობა დახურა.

ამასთან ცენტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ ინციდენტის მიუხედავად, ხმების დათვლა გრძელდება.

მედიის ინფორმაციით, გადამწყვეტი მნიშვნელობის არიზონას შტატში დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 11 ხმა აქვს. ბაიდენი 1948 წლის შემდეგ მეორე დემოკრატი-კანდიდატია, რომელმაც ამ შტატში გაიმარჯვა.

ტელეარხ Fox News-ის მონაცემებით, ხმათა 88 პროცენტის დათვლის შემდეგ არიზონას შტატში ბაიდენს ხმების 50,5 პროცენტი აქვს, ხოლო ტრამპს - 48,1%.

ამ მომენტისთვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენი ლიდერობს. მას კოლეგიის საჭირო 270-დან -  264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 214.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge