png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ქართული ოცნება" ისნის საოლქო კომისიის გარდაცვალებას "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 07.11.2020
  • 16:04
"ქართული ოცნება" ისნის საოლქო კომისიის გარდაცვალებას "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს

"ქართული ოცნება" ისნის საოლქო კომისიის გარდაცვალებას "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გარდაიცვალა.

გიორგი ხელაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.

"სულ სხვა თემით ვაპირებდით დღევანდელი ბრიფინგის დაწყებას, მაგრამ სამწუხაროდ, საუბედუროდ გვიწევს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციით დაწყება. დაიღუპა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელი ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომიისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით", - განაცხადა ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge