png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვმუშაობთ მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე - გახარია

  • პოლიტიკა
  • 12.11.2020
  • 11:17
ვმუშაობთ მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზაზე - გახარია

„ჩვენ დავიწყეთ უკვე ახალი ტალღა მუშაობის, მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაწილში, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ

მისი თქმით, სწორედ ეს იქნება მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა.

„ჩვენ დავიწყეთ უკვე ახალი ტალღა მუშაობის, მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაწილში, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში. რამდენიმე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის, ეს გახლავთ მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათი მიზნობრივ-სოციალური მხარდაჭერა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების, ისევე როგორც ყველაზე ასე ვთქვათ, დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნესსექტორების საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი, რომელიც აქამდე არსებობდა. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები როგორც კონკრეტულ სექტორალურად ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან, რათა ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი. მეორე, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგები ყველასთვის ნათელი გახდება. ეს იქნება ჩვენი, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge