png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ხაზი გაესვა არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 14.11.2020
  • 18:42
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ხაზი გაესვა არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

მისი თქმით, ეს გზავნილი, პირველ რიგში, ოპოზიციისკენ არის მიმართული.

"ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთი ცალსახა შეფასება გაკეთდა საქართველოში ჩატარებულ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა საქართველოში გასამართი არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას, რომლითაც დარჩენილი მაჟორიტარული მანდატები უნდა გადანაწილდეს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია პროცესი კვლავაც კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში გაიმართოს. ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, ოპოზიციისთვის, რომ ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურისთვის, პროცესი გადაიტანონ კონსტრუქციულ რეჟიმში, უარი თქვან რადიკალურ დღის წესრიგზე და პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან.

ბრიფინგზე, ასევე, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორების მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებაზე ხაზგასმა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უმაღლესი დონის ურთიერთობაზე, რომელიც ორ ქვეყანაშ შორის არსებობს და კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, რამდენად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს საქართველოს აშშ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge