png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბაიდენმა გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბებული იყო - ტრამპი

  • მსოფლიო
  • 15.11.2020
  • 17:54
ბაიდენმა გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბებული იყო - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა მოწინააღმდეგემ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა „გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბებული იყო“.

 „მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბებული იყო. დამკვირვებლებს არ უშვებდნენ, ხმებს კერძო მემარცხენე რადიკალური კომპანია Dominion-ი ითვლიდა, რომელსაც ცუდი რეპუტაცია და ცუდი აღჭურვილობა აქვს, რომელმაც კვალიფიკაცია ვერ გაიარა ტეხასში, რომელიც მე მოვიგე დიდი უპირატესობით, კიდევ „ყალბი და მდუმარე მედიასაშუალებები და სხვა!“- დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე.

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.

იმის მიუხედავად, რომ ჯო ბაიდენი გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ტრამპი ჯერ კიდევ არ აღიარებს მისი დემოკრატი მეტოქის გამარჯვებას.

შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ სულ მცირე 2.7 მილიონი ხმა "მოპარეს".

შეერთებული შტატების ფედერალური არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების განცხადებით, 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნები "ამერიკის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო" იყო.

მათი განცხადებით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ხმის მიცემის რომელიმე სისტემამ წაშალა, დაკარგა ან შეცვალა ხმები, ან რაიმე ფორმით იქნა კომპრომეტირებული.

ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ბიუროს (CISA) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

CISA-ს განცხადებით, მიუხედავად არაერთი დაუსაბუთებელი ბრალდებისა, სრულიად არინ დარწმუნებულნი, რომ არჩევნები ჩატარდა უსაფრთხოდ და სამართლიანად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge