png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მშპ-ს ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5%-ით განისაზღვრა

  • ეკონომიკა
  • 16.11.2020
  • 11:57
მშპ-ს ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5%-ით განისაზღვრა

დაზუსტებული მონაცემებით 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 5.2 პროცენტს შეადგენს.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება (5.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.1 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (18.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (22.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (4.1 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-7.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-1.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-12.3 პროცენტი).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
  • 10:25
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
  • 16:05
პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
სუროგაცია სრულად იკრძალება.  საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია -  ირაკლი კირცხალია
  • 14:57
სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია - ირაკლი კირცხალია
ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს - მარკ რუტე
  • 10:56
ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს - მარკ რუტე
მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:52
მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
  • 10:47
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge