png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პომპეოს ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს - ვახტანგ მახარობლიშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.11.2020
  • 13:47
პომპეოს ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს - ვახტანგ მახარობლიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები მთავრობის უმაღლეს პირებთან გაიმართება.

„დღეს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართება უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც,"- განმარტა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრებისას, მხარეები განიხილავენ საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ სფეროებს, ისეთებს, როგორიცაა უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა, ხალხთაშორისიკონტაქტები და განათლება და დემოკრატიული განვითარება, ჯანდაცვა.

„მხარეები ისაუბრებენ საქართველოში და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით და ორ ქვეყანას შორის ამ კონტექსტში თანამშრომლობის განმტკიცების და განვითარების შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე.

ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა ბატონ პომპეოს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი რა თქმა უნდა ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს. ეს ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ისვე როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას," - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა დაგეგმილი ვიზიტის პანდემიის პირობებში განხორციელების მნიშვნელობასაც.

„ნიშანდობლივია, რომ ვიზიტი ხორციელდება გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველო მადლიერია იმ მხარდაჭერის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასწია და უწევს ჩვენს ქვეყანას პანდემიის დაძლევის და გამკლავებისპროცესში. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება პანდემიით გათვალისწინებული უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლის დაცვით." - განაცხადა მახარობლიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge