png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის

  • ეკონომიკა
  • 20.01.2016
  • 15:04
EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2,2 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც მიმართული იქნება ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

„ქობულეთის წყალარინების პროექტი“ მიზნად ისახავს ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილია 1,5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის დიზაინის, მოწყობილობების შეძენისთვის და მათი მონტაჟისთვის გათვალისწინებულია ჰოლანდიის მთავრობის (წარმოდგენილი ORET-ით) გრანტი 1,814 მილიონი ევროს ოდენობით.

„ჩვენი მთავრობა განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც გამოყო დაფინანსება, მათ შორის, გრანტის სახით და ეს თანხები მოხმარდება ქობულეთში ინფრასტრუქტურის, მათ შორის, წყალანირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ვფიქრობ, რომ ისეთი ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტისთვის და ქალაქისათვის, როგორიც ქობულეთია, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს გააუმჯობესებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„დღეს ფინანსთა მინისტრთან ერთად კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება. ქალაქში გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური კუთხით წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება და ამით ევროპის რეკონსტრუქციისა ად განვითარების ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის ხელშესაწყობად,” - განაცხადა EBRD-ის  რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებული დირექტორი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის უფროსის მოადგილე ლინ ო’გრეიდი.

დღესვე, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს EBRD-ის მხრიდან კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს მხრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ და შპს „ქობულეთის წყალი“-ს დირექტორმა, ოთარ ზოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge