png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გრძელდება

  • საზოგადოება
  • 20.01.2016
  • 15:48
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადად 27 იანვარი განისაზღვრა.

ამ შეთანხმებას დარგის ექსპეტრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. პროცესს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვება.

შეთანხმების შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებს კანდიდატურის წარდგენის ვადა 27 იანვრამდე აქვთ.  27 იანვარს ექსპერტებს გადაეგზავნებათ კონკრეტული კანდიდატურები და ამ დღიდანვე დაიწყება შეფასების პროცედურა და როგორც გიორგი აბაშიშვილი ვარაუდობს,  პირველი ეტაპი ამ ნაწილში სწრაფად დასრულდება.

ამის შემდეგ,  ექსპერტების მიერ დასახელებულ კანდიდატებს პრეზიდენტი განიხილავს, შეარჩევს და პარლამენტს  წარუდგენს.

„სხვა საკითხებთან ერთად დღევანდელ შეხვედრაზე ჩამოვყალიბდით, კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებზე - ეს არის განათლება, პროფესიული გამოცდილება და პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია" - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge