png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ტრამპის ადვოკატის თქმით, არჩევნებზე არსებობდა თაღლითობის ცენტრალიზებული გეგმა

  • მსოფლიო
  • 19.11.2020
  • 23:35
ტრამპის ადვოკატის თქმით, არჩევნებზე არსებობდა თაღლითობის ცენტრალიზებული გეგმა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევები არ იყო ცალკეული შემთხვევბი. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ არსებობდა „თაღლითობის ცენტრალიზებული გეგმა“. ამის შესახებ  მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებით დაადგინეს, რომ ეს არ იყო ცალკეული დარღვევები ერთ კონკრეტულ შტატში, არამედ დარღვევების ჯაჭვი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

„ეს სქემა მეორდება ბევრ შტატში, ეს იდენტური სქემაა, რომლის არსებობაც საფუძველს აძლევს ნებისმიერ გამომძიებელს, ან პროკურორს ივარაუდოს, რომ არსებობს გეგმა“, – განაცხადა რუდი ჯულიანიმ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. 

იმის მიუხედავად, რომ ჯო ბაიდენი გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ტრამპი ჯერ კიდევ არ აღიარებს მისი დემოკრატი მეტოქის გამარჯვებას.

შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ სულ მცირე 2.7 მილიონი ხმა "მოპარეს".

მისი თქმით, მაქინაციების ამ სქემის რეალიზაცია ხდებოდა დიდ ქალაქებში, რომლებსაც დემოკრატები აკონტროლებენ. მისივე თქმით, ეს ის ქალაქებია, რომლებიც ცნობილია კორუფციით.

მან განსაკუთრებით გამოყო ფილადელფია და დეტროიტი, სადაც ტრამპის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებით ბევრი დარღვევა იყო დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge