png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კომპრომისი ხელახალი არჩევნებია - ნინო ბურჯანაძე

  • პოლიტიკა
  • 20.11.2020
  • 14:26
 კომპრომისი ხელახალი არჩევნებია - ნინო ბურჯანაძე

კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ისინი არიან ფასილიტატორები, ანუ დამხმარეები კრიზისიდან გამოსასვლელად და არა ისინი, ვინც ვინმეს რამეს უბრძანებს,- თქვა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ,რომელმაც ევროკავშირის ელჩის რეზიდენცია ცოტა ხსნი წინ დატოვა.

 

ბურჯანაძის განცხადებით, მან დიპლომატებს აუხსნა, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, იმ პარლამენტში შესვლაზე, რომელიც არალეგიტიმურია.

„მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, რომ შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არალეგიტიმურია. მე მათ ავუხსენი, რომ, თუ ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს მარტივად გადაიტანს და აიძულებს ყველას, რომ მისი თამაშის წესები მივიღოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს. კომპრომისი შესაძლოა იყოს ხელახალი არჩევნები და ამის ფონზე აქციების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნების გარანტორები, იგივე ჩვენი ფასილიტატორები იქნებიან. 

რასაც ელჩები ახლა აკეთებენ, ეს მათი პირდაპირი საქმე არ არის. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ეს მათ ფუნქციაში არ შედის, მაგრამ იძულებულები არიან ამაზე წამოვიდნენ, რომ ჩვენთან პოლიტიკური კრიზისი განმუხტონ. მაგრამ, მეორე მხრივ, ერთმნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა გაითავისა, რომ ახლა ნებისმიერი შეცდომა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ნიშნავს მოსახლეობის მხარდაჭერის აბსოლუტურ დაკარგვას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge