png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ერთადერთი გამოსავალია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება - ბადრი ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 20.11.2020
  • 17:23
ერთადერთი გამოსავალია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება - ბადრი ჯაფარიძე

ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება. განაცხადა ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ელჩებს აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში და "ჩვენთან ერთად მსჯელობენ ამ კრიზისიდან გამოსავალზე".

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, რათა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ამ შემთხვევაში გაუცხოება და ერთმანეთთან დაპირისპირება რა არის გამოსავალი. შეთანხმება არ იქნება ერთ-ერთი მხარის დამარცხება, შეთანხმება იქნება ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.

ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება. ჩვენი პოზიცია ამაზე არ შეცვლილა. იმედია, „ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. ამიტომ ერთად უნდა ვიმუშაოთ.

ამ შეხვედრაზე განვიხილავდით შექმნილ ვითარებას და ვმსჯელობდით კრიზისის განმუხტვის და გამოსავლის შესაძლებლობებზე, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. იმედი გვაქვს, „ქართული ოცნებაც“ პასუხისმგებლიანად მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ვიმყოფებით", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge