png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობს

  • საზოგადოება
  • 20.01.2016
  • 18:31
მიხეილ ჯანელიძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობს

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით დავოსს ეწვია, სადაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის შემადგენლობაში „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს" დაესწრება. 

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს სესიებში ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა; ახალი ეკონომიკური ხედვა უკრაინისთვის; ევროპის მომავალი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მმართველ დირექტორთან ფილიპ როსლერთან, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაოლო ჯენტილონისთან და მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფურევსურენ ლუნდეგთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრებს ტონი ბლერთან, ვიქტორია ნულანდთან, ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ვერნერ ჰოიერთან, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იოჰან შნეიდერ ამანისთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან კარიმ მასიმოვთან.
ფორუმის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მიწვეულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის სახელით გამართულ სადილზე. 

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" ბოლო დღეს დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge