png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შეერთებულმა შტატებმა ღია ცის შეთანხმება დატოვა

  • მსოფლიო
  • 22.11.2020
  • 19:28
შეერთებულმა შტატებმა ღია ცის შეთანხმება დატოვა

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ღია ცის შეთანხმებიდან გასვლა დაადასტურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო'ბრაიანმა.

რობერტ ო'ბრაიანის განცხადება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს "ტვიტერზე" გამოქვეყნდა.

"დღეს ექვსი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა ღია ცის შეთანხმეებიდან გამოსვლის შესახებ. ამიერიდან, ჩვენ აღარ ვართ იმ შეთანხმების მხარე, რომელსაცც რუსეთი უხეშად არღვევდა წლების განმავლობაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეთანხმდებიდან გასვლას მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

მისი განცხადებით, აშშ ამ შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ბევრად უფრო უსაფრთხოდ იქნება, რადგან რუსეთი მუდმივად არღვევდა მის პირობებს.

6 თვის წინ, 21 მაისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა გამოეთიშება ღია ცის შეთანხმებას.

ღია ცის შეთანხმებიდან გასვლისთვის აუცილებელია შესაბამისმა ქვეყანამ ამის შესახებ 6 თვით ადრე ამცნოს შეთანხმების ხელმომწერ სახელმწიფოებს.

მაშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების პირობები უსამართლო იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

"ვფიქრობ, რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ის არ ასრულებს შეთანხმებას. ამიტომ სანამ ისინი არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ჩვენ დავტოვებთ მას. მაგრამ არსებობს შანსი იმისა, რომ მივაღწიოთ ახალ უკეთეს შეთანხმებას, ან გავაკეთოთ რამე რათა დავუბრუნდეთ შეთანხმებას ერთობლივად", - ამბობდა ტრამპი ექვსი თვის წინ.

ტრამპის განცხადების პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს აზრადაც არ გაუვლია შეთანხმების შეუსრულებლობა.

ღია ცის შეთანხმება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და ითვალისწინებს სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.

ხელშეკრულება ძალაში 2002 წელს შევიდა და მას წევრი ქვეყნები ერთმანეთის ნებართვით, ლეგალურად ახორციელებენ, ეგრეთ წოდებულ, საკონტოლო ფრენებს ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე. ფრენები მიზნად ისახავს დაკვირვებას არსებულ მდგომარეობაზე ეჭვების გაფანტვის მოტივით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge