png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"ვარდების რევოლუციიდან" 17 წელი შესრულდა

  • პოლიტიკა
  • 23.11.2020
  • 11:21
"ვარდების რევოლუციიდან" 17 წელი შესრულდა

დღეს, 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციიდან" 15 წელი შესრულდა. 2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ოპოზიციისა და ამომრჩევლის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო პარლამენტის შენობის წინ აქციები დაიწყო. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" და "გაერთიანებული დემოკრატები".

ხელისუფლებამ არჩევნების შედეგების გადახედვაზე უარი თქვა. მომიტინგეების მოთხოვნები უფრო რადიკალური გახდა და ისინი მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდნენ.

2003 წლის 22 ნოემბერს, 16:00 საათზე 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის სხდომა დაინიშნა. სხდომაზე ედუარდ შევარდნაძეც მივიდა. დაახლოებით 16:15 საათზე მომიტინგეები, რომელთაც წინ მიხეილ სააკაშვილი მიუძღოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. პირადმა დაცვამ შევარდნაძე საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გაიყვანა.

პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობების დაკავების შემდეგ, მომიტინგეები კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ დაიძრნენ. კვირას, 23 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები გააუქმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge