png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უნდა მოვიწვიოთ საქართველო ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისათვის - ბენ ჰოჯესი

  • პოლიტიკა
  • 23.11.2020
  • 19:04
უნდა მოვიწვიოთ საქართველო ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისათვის - ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, გადამდგარი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, ნატო-მ საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მოწვევა ალიანსში გაწევრიანებისთვის. ამის შესახებ ბენ ჰოჯესი Euobserver-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

ჰოჯესი წერს, რომ მნიშვნელოვანია ნატო-ს ყოფნის გაძლიერება საქართველოში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის ჩათვლით.

"შევქმნათ უფრო ძლიერი ურთიერთობები სომხეთთან და აზერბაიჯანთან, გავაძლიეროთ ალიანსი თურქეთთან, გავზარდოთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის შევქმნათ ინფრასტრუქტურა აშშ-ს საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისათვის. ეს ზომები კრემლს აჩვენებს, რომ ეს რეგიონი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში შედის. დასავლეთი უნდა შევიდეს კონკურენციაში სამხრეთ კავკასიაში, სანამ კვლავ გვაქვს ამის შესაძლებლობა, თუ გვსურს თავიდან ავირიდოთ დიდი ძალების კონფლიქტი", - წერს ჰოჯესი.

ამასთან, ბენ ჰოჯესის განცხადებით, ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა უნდა დაამყარონ მჭიდრო ურთიერთბები აზერბაიჯანსა და სომხეთთან, განამტკიცონ ურთიერთობები დიდი ხნის მოკავშირე თურქეთთან. მისი აზრით, დასავლეთს ჩავარდნა ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში კონკურენციის გაწევაში და სწორედ ამან გამოიწვია კონფლიქტის ხელახლა გაჩაღება, ვინაიდან ინიციატივა კრემლს დაუთმეს.

"აშშ-ისა და საფრანგეთის მთავრობებმა, დანარჩენ ევროპასთან ერთად, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენები გამოტოვეს. ამის ფასს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იხდის. მათი მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უფრო ფართოდ სამხრეთ კავკასიის საკითხს, რომელიც დიდი ხანია დასავლეთის უმეტესმა ნაწილმა მიატოვა. ჩვენ ახლა დიდი ძალების მეტოქეობის პერიოდში ვართ და მჯერა, რომ კონკურენცია დიდი ძალების კონფლიქტს გვარიდებს. იმის ჩვენებით, რომ დაინტერესებული ვართ რეგიონით, ან ადგილით, ან მოვლენით, ჩვენ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ვუგზავნით სიგნალს, რომ ეს გვადარდებს, ამაში რესურსებს ვდებთ და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს დავიცავთ. ეს გვეხმარება კონფლიქტის თავიდან არიდებაში, რადგან პოტენციური მოწინააღმდეგის მიერ ჩვენი ინტერესების თაობაზე არასწორი გათვლების რისკს ამცირებს. კონკურენციამ უნდა მოიცვას ყველა სფერო: დიპლომატია, ინფორმაცია, სამხედრო და ეკონომიკური", - წერს ჰოჯესი .

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კიევში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად და ალიანსმა მას მოწვევა უნდა გაგზავნოს.

გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და ხშირად აკეთებს მსგავსი შინაარსის განცხადებებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge