png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს

  • პოლიტიკა
  • 02.12.2020
  • 13:07
დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ქ. ვარშავაში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.

მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იგივე "არსებით ღონისძიებათა პაკეტის" განახლების პროცესი, რაზეც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის გლობალური პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში ნატო-ს მისიებში მონაწილეობის გზით.

ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი დონის შეხვედრებში, ასპირანტი საქართველოს მონაწილეობის რეგულარული ხასიათი ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს, როგორც სტაბილური და სანდო მოკავშირის მნიშვნელობას და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის მორიგ დემონსტრირებას.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართება პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის კაბინეტის უფროსთან კშიშტოფ შცერსკისთან.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge