png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დასავლეთისთვის სასარგებლო იქნება თუ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება - ბენ ჰოჯესი

  • პოლიტიკა
  • 02.12.2020
  • 21:36
დასავლეთისთვის სასარგებლო იქნება თუ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება - ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, გადამდგარი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, დასავლეთისთვის სასარგებლო იქნება თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ამის შესახებ ბენ ჰოჯესმა "ქრონიკის" ვაშინგტონის ბიუროსთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უნდა იქცეს გარკვეული ტიპის ლოჯისტიკურ ჰაბად, რომელიც ამერიკულ სამხედრო ხომალდებს მიიღებს პორტებში.

"ჩემი სამხედრო თვალსაზრისით გეტყვით, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და დგას სწორ გზაზე ყველა კატეგორიაში. მე ვგრძნობ შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობის მზარდ აღიარებას ნატოს შიგნით, ამიტომ ვთვლი, რომ საქართველო ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი, თუმცა დარჩეს რეალისტი იმ ფაქტის მიმართ, რომ მოსკოვს საქართველოს ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს. ვისურვებდი ვიხილო შეერთებული შტატების მიერ საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება, რა თქმა უნდა, ქართული მხარის შეთავაზების შედეგად, მაგალითად საჰაერო ბაზა, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს დასავლელი პარტნიორების სამხედრო საჰაერო მიმოსვლისთვის. ასევე საქართველო უნდა იქცეს გარკვეული ტიპის ლოჯისტიკურ ჰაბად, რომელიც ამერიკულ სამხედრო ხომალდებს მიიღებს პორტებში. როცა მესმის, საქართვლოს ნატოში გაწევრიანების ოპონენტების არგუმენტი, რომ რადგან საქართველოში რუსეთის ჯარი დგას, ამის გამო ვერ განხორციელდება წევრობა, ყოველთვის ვამბობ, ხოლმე რომ გერმანია 2 ნაწილად იყო გაყოფილი და აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარების ყოფნის მიუხედავად, დასავლეთ გერმანია მაინც გახდა ნატოს წევრი. ამიტომ ვთვლი, რომ ეს პრეცედენტი მხედველობაში უნდა მიიღონ საქართველოსთან მიმართებაში და რუსეთის ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობა არ უნდა იყო ნატოში გაწევრიანებისათვის საქართველოს დისკვალიფიკაციის მიზეზი", - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge