png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კრწანისის რაიონის გამგებელმა კრწანისის ქუჩა N1-ში მიმდინარე კედლის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა

  • საზოგადოება
  • 21.01.2016
  • 15:48
კრწანისის რაიონის გამგებელმა კრწანისის ქუჩა N1-ში მიმდინარე კედლის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა

კრწანისის რაიონის გამგეობამ 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.

კრწანისის ქუჩაზე წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გრუნტის დამჭერი კედლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი დღეს კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა დაათვალიერა.

კრწანისის რაიონის გამგებლის განცხადებით,  აუცილებელი იყო აღნიშნული კედლის სამშენებლო სამუშაოების უმოკლეს დროში დაწყება, რადგან კრწანისის ქუჩის მოსახლეობისთვის ეს გზა არის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კედლის სიგრძე 150 მეტრი, ხოლო მაქსიმალური სიმაღლე 9 მეტრი იქნება. 

პროექტი ახალი საყრდენი კედლის მოწყობას და საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას ითვალისწინებს. სამუშაოები 2016 წლის ივნისში დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge