png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კორონავირუსის ახალი შტამის გამო ბრიტანეთში შეზღუდვები გამკაცრდა

  • მსოფლიო
  • 20.12.2020
  • 16:22
კორონავირუსის ახალი შტამის გამო ბრიტანეთში შეზღუდვები გამკაცრდა

ბრიტანეთში შეშფოთებულები არიან კორონავირუსის ახალი შტამის გამო, რომელიც სწრაფად ვრცელდება. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში, ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ლონდონში, 20 დეკემბრიდან ე.წ კოვიდ-განგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა Tier Four ამოქმედდება

შეზღუდვები 16 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება.

ვირუსის მუტაცია პირველად სექტემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში და მას შემდეგ ის ვირუსის დომინანტურ ფორმად იქცა ლონდონში და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებში.

შეზღუდვების მეოთხე დონის ამოქმედების შემდეგ იკრძალება რეგიონის დატოვება ან მასში შესვლა. მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლის დატოვება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე. ადამიანებს, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ, შეხვედრის უფლება მხოლოდ ღია ცის ქვეშ აქვთ. მუშაობას აგრძელებს მხოლოდ პირველადი დანიშნულების მაღაზიები და აფთიაქები. გარდა ამისა, საშობაოდ დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება გაუქმდა.

ჯონსონი და ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი ორიგინალურ ვერსიასთან შედარებით დაახლოებით 70 პროცენტით უფრო სწრაფად ვრცელდება.
ახალი შეზღუდვები ძალაში, სულ მცირე, ორი კვირა გაგრძელდება.

20 დეკემბრიდან შეზღუდვების მეოთხე დონე ძალაში შევა უელსში, 26 დეკემბრიდან - შოტლანდიაში.

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის კორონავირუსზე აცრა დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით, რომელიც 95%-ით ეფექტიანია, ვაქცინაციის პროცესი დიდი ბრიტანეთში 8 დეკემბერიდან მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge