png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს

  • პოლიტიკა
  • 23.12.2020
  • 17:07
ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძის ინიციატივაა, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც არის ბოლომდე წელში გამართული, იმისთვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რაიმეზე საუბრის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სამართლებრივი კუთხით, მე გთავაზობთ შემდეგს – დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ეუთო/ოდირში. დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე. დაველოდოთ ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის ან ორივეს ერთად პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით. ზუსტად იგივე ინიციატივა ჩვენ შეგვიძლია, დავაყენოთ მეორე კანონპროექტზე, რომელიც დაინიცირდა წინა კვირაში, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არა მოქალაქეა და არ აკმაყოფილებს რომელიმე სხვა კონსტიტუციურ ცენზს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავაგზავნოთ შესაბამისი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, ოდირში ან ორივე ამ ინსტიტუციაში დაველოდოთ მათ პასუხს და იანვრის ბოლოს განვაახლოთ ამ კანონპროექტების განხილვა, მას შემდეგ, რაც მივიღებთ სამართლებრივ პოზიციას, ერთ ან მეორე ან ორივე ინსტიტუტის მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ინიცირებული კანონპროექტით, პარტიებს, რომლებიც უარს იტყვიან მანდატებზე, დაფინანსება შეუწყდებათ. იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

ამასთან პარტიას გაუუქმდება რეგისტრაცია, რომლის ლიდერიც არ იქნება საქართველოს მოქალაქე და არ აკმაყოფილებსარ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge