png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 24.12.2020
  • 13:46
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი - გიორგი გახარია

ნატოსთან თანამშრომლობა ყველა ფორმატში, ალიანსის სრულფასოვან წევრობამდე ეს იქნება საქართველოს ნებისმიერი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და ამ არჩევანს ისინი წლების განმავლობაში ადასტურებენ სხვადასხვა გამოკითხვებში.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი, ამ არჩევანს წლების განმავლობაში ადასტურებენ ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა გამოკითხვების თვალსაზრისით. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ფასეულობებზე დაფუძნებული არჩევანი. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმართულება, არჩევანი არის შეუქცევადი.

ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ყველა ფორმატში, ალიანსის სრულფასოვან წევრობამდე ეს იქნება საქართველოს ნებისმიერი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ვგულისხმობ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ თანამშრომლობაში საქართველომ შეიძინოს სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა სხვადასხვა განზომილებაში. დღეისთვის ასეთი აქტუალური განზომილება გახლავთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ქვეყნის ფუნქცია უსაფრთხოების განზომილებაში, ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge