png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ხელისუფლება ISFED-ის შეცდომას მისთვის არასასურველი ორგანიზაციის გასანადგურებლად იყენებს - გიგა ბოკერია

  • პოლიტიკა
  • 25.12.2020
  • 18:26
ხელისუფლება ISFED-ის შეცდომას მისთვის არასასურველი ორგანიზაციის გასანადგურებლად იყენებს - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ISFED-ის შეცდომა მის გასანადგურებლად გამოიყენოს.

გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლებას მისთვის არასასურველი, დამოუკიდებელი ორგანიზაციის ჩამოშორება უნდა.

"ეს არის დამახასიათებელი ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმისთვის - პუტინის რუსეთი, ასლან აბაშიძე, რომ ყველა ვითარების გამოყენებას ცდილობ დისკრედიტაციისთვის. როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ, ეს რეაქცია მეტყველებს იმაზე, რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ერთია შეცდომა და მეორეა ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება უნდა მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისთვის,"- ამბობს გიგა ბოკერია.

სამართლიანი არჩევნების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურეს, რომ ელენე ნიჟარაძე აღარ არის ISFED-ის ხელმძღვანელი.

სამართლიანი არჩევნების გამგეობა მიიჩნევს, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომაა.

უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, "ამ სიყალბის მიზეზების შესახებ" განმარტება ძალიან სუსტი იყო. უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ პარალელური დათვლისას მოხდა არა შეცდომა, არამედ შეგნებული მანიპულაცია ორგანიზაციის მხრიდან.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge