png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ლიეტუვამ საქართველოს სახელწოდება - "საქართველას", ოფიციალურად დაამტკიცა

  • პოლიტიკა
  • 11.01.2021
  • 18:02
ლიეტუვამ საქართველოს სახელწოდება - "საქართველას", ოფიციალურად დაამტკიცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.

საუბრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და ლიეტუვაში კოვიდ პანდემიის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსევს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის ინიცირებისთვის, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება გაზაფხულზე შეძლოს.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე ხაზი გაუსევს საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ლიეტუვურ ენაში „საქართველას" საქართველოს ერთადერთი ოფიციალური სახელწოდება გახდა. ( * 2018 წლის მაისში ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ დაუშვა „საქართველას", როგორც ქვეყნის მანამდე არსებული ოფიციალური სახელწოდების „გრუზია"-ს ალტერნატივა.* )

აღსანიშნავია, რომ 11 იანვარს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გაიმართა დავით ზალკალიანის შეხვედრა ლიეტუვის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან.

შეხვედრაზე ლიეტუვის ელჩმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ევროკავშირის 13 ქვეყნის პირველი დიპლომატების მიერ ხელმოწერილი წერილი ოფიციალურად გადასცა.

სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა Covid-19-ის პანდემიის დაძლევის გზაზე გაერთიანებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ლიეტუვის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ლიეტუვასთან, როგორც საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობის შესახებ ჩანაწერი, რაც მხარეების შეფასებით კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge