png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა

  • მსოფლიო
  • 11.01.2021
  • 21:30
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა რეზოლუციის ტექსტი შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ.

წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპს "ამბოხის წაქეზებაში“ სდებს ბრალს. მოელიან, რომ რეზოლუციის ტექსტს კონგრესის ქვედა პალატაში 13 ან 14 იანვარს უყრიან კენჭს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ აყენებდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს, მისთვის საჭირო ხმების რაოდენობის მოძიება მოსთხოვა.

რეზოლუციით დემოკრატები შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებენ, აამოქმედოს კონსტიტუციის 25-ე შესწორება და მთავრობის კაბინეტის წევრებთან ერთად დონალდ ტრამპის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დააყენოს. მაიკ პენსს 24 საათი აქვს იმისათვის, რათა უპასუხოს ამ მოწოდებას, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტის პროცედურას წამოიწყებს.

ტრამპის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს იწურება, მაგრამ თუ წარმომადგენელთა პალატა და აშშ-ის სენატი პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ტრამპი ვეღარ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 2024 წელს, ან სხვა არჩევითი თანამდებობის დაკავებას.

მანამდე გაზეთმა Washington Post-მა, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა და მისმა უფროსმა მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა კონგრესში მოკავშირეებს თხოვნით მიმართეს, რომ ამერიკის ლიდერის იმპიჩმენტის შესახებ წინადადება სოციალურ ქსელებში გააკრიტიკონ.

Washington Post-მა ასევე მოიპოვა მემორანდუმის ტექსტი, რომელიც სავარაუდოდ სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა თანაპარტიელ სენატორებს გაუგზავნა. დოკუმენტით ირკვევა, რომ სენატი მუშაობას 19 იანვრიდან განაახლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა შესაძლოა მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ გაიმართოს.

გამოცემის ინფორმაციით, წინა დღით, რესპუბლიკელების ჯგუფმა წერილით მიმართეს არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ხელი შეუშალოს საკანონმდებლო ორგანოში ტრამპის იმპიჩმენტის აღძვრის საკითხს. საპასუხოდ, ბაიდენის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ამგვარი საკითხების გადაწყვეტა კონგრესის უფლებამოსილებას მიეკუთვნება.

თავად დონალდ ტრამპი მოკლებულია შესაძლებლობას იმპიჩმენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, ვინაიდან Facebook-მა დროებით, ხოლო Twitter-მა სამუდამოდ დაბლოკა მისი ანგარიშები.

6 იანვარს ვაშინგტონში ტრამპის მომხრეები შეიკრიბნენ მის მხარდასაჭერად. ისინი შეიჭრნენ აშშ-ის კონგრესის შენობაში და შეწყვიტეს სხდომა, რომელზეც უნდა დამტკიცებულიყო ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
პოლიციასთან შეტაკების დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.

მოგვიანებით, აშშ-ის კონგრესმა დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების პრეზიდენტად ცნო.

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, კონგრესის დემოკრატმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა წევრმა ტრამპი დაადანაშაულეს აჯანყების გაღვივებაში და მოითხოვეს მისი იმპიჩმენტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge