png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს გაუგზავნა წერილი ჯანმო-ში აშშ-ის დაბრუნების შესახებ

  • მსოფლიო
  • 21.01.2021
  • 10:22
ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს გაუგზავნა წერილი ჯანმო-ში აშშ-ის დაბრუნების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშს გაუგზავნა წერილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

 „ამ წერილით შეერთებული შტატების ხელისუფლება უკან იწვევს 2020 წლის 6 ივლისის წერილს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება 2021 წლის ივლისიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს. შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს დარჩეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში“, - ნათქვამია წერილში.

ბაიდენი აღნიშნავს ჯანმოს საკვანძო როლს კორონავირუსის პანდემიასა და ჯანდაცვის სხვა გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლაში. აშშ აცხადებს, რომ სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებს ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასა და გლობალური ჯანდაცვის განვითარებაში, ასევე ამ საქმეში შეასრულება მსოფლიო ლიდერის როლს.

ბაიდენის წინამორბედმა დონალდ ტრამპმა გასული წლის ივლისში კონგრესს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ. გასვლის პროცესი 2021 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. ტრამპი აცხადებდა, რომ ქვეყანა წყვეტს ჯანმოსთან ურთიერთობას და მის დაფინანსებას, რადგან ორგანიზაციამ უარი თქვა რეფორმების შესრულებაზე. ტრამპმა ჯანმო დაადანაშაულა  ჩინეთის ინტერსებიდან გამომდინარე კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბების დამალვაში.

ბაიდენმა თავისი პრეზიდენტობის პირველ დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ, გუტიერეში აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge