png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

არ ვიცი, რომელია სააკაშვილის გამარჯვება, მაგრამ მე მახსოვს მისი დაახლოებით 30 დამარცხება - თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 22.01.2021
  • 15:37
არ ვიცი, რომელია სააკაშვილის გამარჯვება, მაგრამ მე მახსოვს მისი დაახლოებით 30 დამარცხება - თალაკვაძე

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, წარსულის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დღემდე ახორციელებს დესტრუქციას.

„ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე თავის დონეზე დამატკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე. ხოლო რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს, არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - გუშინ, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ჩვენი რეაქცია იყო და ჩვენი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ხოლო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის განცხადება იყო, რომ ეს არის მათი გამარჯვება, თან, მეორე გამარჯვება, ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა, თავის თავზე, სრულიად უტიფრად და სრულიად სიცრუეზე დაყრდნობით მიიწერეს ის გამარჯვება, რაც მთელ საქართველოს ეკუთვნის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ. ამიტომ აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა რომ მათ მხარდამჭერებს რაღაც მიყიდონ, მომავლის იმედი, სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არის წარსულის პოლიტიკური ძალა და როგორც ხედავთ, დღემდე ახორციელებენ დესტრუქციას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge