png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

  • პოლიტიკა
  • 24.01.2021
  • 11:53
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება

"21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორისი დავის შესახებ, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს ეხება. გადაწყვეტილება მკაფიოდ ადგენს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი მუხლები.

სამართლის აღსრულება და ანგარიშვალდებულება კონფლიქტის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.

ევროკავშირი სრულად ერთგულია კონფლიქტის გადაჭრის, რაც ასევე მოითხოვს ძალისხმევას, რათა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობას პასუხი გაეცეს. ევროკავშირის ამას აკეთებს მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით და გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც ადგილზე იმყოფება.

ევროკავშირის ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge