png.ge
png.ge
png.ge
16+
29 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
29 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მკაცრად ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

  • მსოფლიო
  • 24.01.2021
  • 12:15
მკაცრად ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას.

"მკაცრად ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას. რუსეთის მთავრობა აქამდეც ცდილობდა, ჩაეხშო მშვიდობიანი გზით აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ამას აქციების ორგანიზატორთა შევიწროებით, სოციალური მედიის პლატფორმების მიმართ მუქარით, აქციების მონაწილეთა პრევენციული დაკავების გზით აკეთებდა. ამას წინ უსწრებდა წლების განმავლობაში შეზღუდვების გამკაცრება და რეპრესიული ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ,"- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავება და საპროტესტო აქციების ჩახშობა იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.

გუშინ, რუსეთში, ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge