png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მოვუწოდებ სალომე სამადაშვილსა და რომან გოცირიძეს, მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადონ - გია ბარამიძე

  • პოლიტიკა
  • 25.01.2021
  • 20:39
მოვუწოდებ სალომე სამადაშვილსა და რომან გოცირიძეს, მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადონ - გია ბარამიძე

კატეგორიულად მიუღებელია მხარდამჭერებს უწოდო უნამუსოები, ლაჩრები და ბრბოს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა მაგიორგი ბარამიძემ ფორმულას გადაცემა კომენტარში განაცხადა. მან თანაგუნდელებს - რომან გოცირიძესა და სალომე სამადაშვილს მოუწოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე გაკეთებული შეფასებების გამო, მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადონ.

"არ შეიძლება და უნამუსობაა საკუთარი მხარდამჭერის, რომელიც დღე და ღამე ყინვაში იქ არის, გამუნათება ასეთი მაღალი მორალური პრედესტალებიდან. თუკი ჩვენ მათ მიმართ რაიმე შენიშვნა გვაქვს, ძალიან დიდი მოკრძალებით და მოწიწებით უნდა ვთქვათ ეს და არ უნდა ვუწოდოთ უნამუსოები, ლაჩრები, ბრბო - ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ ბოდიში მოუხადონ ჩვენ ხალხს, იმ ადამიანებს, რომლებზეც ყველანი ვართ დამოკიდებული, თუ უნდათ, რომ იყვნენ მათი წარმომადგენლები პოლიტიკაში. ამ ადამიანებზე ვდგავართ პოლიტიკურად ჩვენ, თუ ვინმე ნაციონალური მოძრაობის ლიდერს გვეძახის, ვდგავართ ამ ადამიანების მხრებზე პოლიტიკურად და ქვემოთ ფურთხების უფლება არ გვაქვს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ბათუმში, აქტივისტმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭს ოპოზიციის სიით იყრიდა, თავზე ნაგავი დააყარა, რის გამოც სამართალდამცველებმა დააკავეს. ფანგანი დღეს გაათავისუფლეს, სასამართლო სხდომა კი, ხვალ არის ჩანიშნული.

ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანისთვის "უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არა გმირობა, არამედ ლაჩრობაა". რომან გოცირიძემ კი მომხდარს სამარცხვინო საქციელი უწოდა აღნიშნა, რომ "ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge