png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ, რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს, სულ ცოტა სასაცილოა - მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 28.01.2021
  • 14:27
3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ, რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს, სულ ცოტა სასაცილოა - მდინარაძე

3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ, რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს, სულ ცოტა სასაცილოა, - მიიჩნევს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. მამუკა მდინარაძის განმარტებით, გიგა ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს.

"იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად, ვირუსის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ომია, ამ დროს ასეთი განცხადებები საკუთარი ქვეყნისთვის ომის გამოცხადებაა, თუმცა მათ დიდად არაფრის თავი არ აქვთ. რეალურად, მათ საშუალება აქვთ, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის რაიმე სახის ფარგლებს, გადაწყევტილება მიიღონ სახელმწიფოებრიობის სასარგებლოდ და პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ბოკერია ისედაც ვერ შემოდის. ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს, მაგრამ გარანტიას ვაძლევ, არ გამოუვა.

დანარჩენებს, ვისაც მისი ბულინგის დაქვემდებარება ესირცხვილება, შეგვიძლია, მოვუწოდოთ, რომ პარლამენტში მოვიდნენ და საქმე გააკეთონ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. ბოკერიას განცხადებები არის სასაცილო. მათივე ენაზე ვიტყვი, ისინი „აპრავებენ“ ძალადობას. ადრე გახსოვთ, მან ლეგიტიმური ძალადობა თქვა. ისინი ლეგიტიმაციას ვერ შესძენენ ვერც ძალადობას, ვერც ვითომ გაყალბებულ არჩევნებს. ადამიანმა, ვინც საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს, არ შეიძლება, ვიღაცას ძალადობის, სიცრუის დემონსტრირების ან მისი მომხრეობის ვალდებულება დააკისროს. არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ბოკერიას მომხრე იყო და მის ჭკუაზე დადიოდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge