png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"საქართველოს ბანკში" თუ მოხდება ჩემს ანგარიშზე გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა - მელია

  • პოლიტიკა
  • 11.02.2021
  • 18:45
"საქართველოს ბანკში" თუ მოხდება ჩემს ანგარიშზე გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა - მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "საქართველოს ბანკს" მიმართავს, რომ არ მისცეს უცხო პირს საშუალება, გადაიხადოს ის თანხა, რომელიც მას გირაოს სახით აქვს დაკისრებული.

ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადასახდელად აუცილებელია უნიკალური კოდი, რომელიც უშუალოდ ბრალდებულს, ანუ ნიკა მელიას, ან მის ადვოკატს უნდა გადასცემოდა, რომლის მოთხოვნითაც მათ უწყებისთვის არ მიუმართავთ.

"ნამდვილად არ მეგონა, დღეს თუ ბრიფინგის ჩატარება მომიწევდა საკითხზე, რომელიც ვერ გახდებოდა აქტუალური, რომ არა პარადოქსალური სახელმწიფო. არჩევნების გაყალბება გაგვიგია, მაგრამ გირაოს გადახდევინების გაყალბების მცდელობა ნამდვილად არ გამეგო აქამდე.

დღეს "ქართულმა ოცნებამ" და მასზე ორიენტირებულმა მედიამ დაიწყო დარაჯი, თითოეული ჩვენი პარტიის წევრისა და ეკითხებიან ერთსა და იმავეს, რომ არსებობს თიტქოს მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას ნაცვლად გადაიხდის გირაოს.

ხალხნო, საჯაროდ მინდა განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული გირაოს გადახდას არ ვაპირებ, რადგან ამ ყველაფრის გაკეთება არის სირცხვილი და დანაშაულიც, საკუთარ თავთან, პირველ რიგში, რადგან ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, მთლიანად საქმეა შეკერილი, ე.წ. გავრილოვის საქმე.

ფიზიკურად შეუძლებელია გადაიხადოს ნებისმიერმა მსურველმა,ა თანხა, მეც კი, რომ მინდოდეს, რადგან იმისათვის, რომ მოხდეს გადახდა, აუხცილებელია უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ან ბრალდებულს ან მის ადვოკატს. ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის და ეს ყველაფერი არის უცნობი ყველასთვის.

ანგარიში, რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს, ეკუთვნის "საქართველოს ბანკს", მაგრამ ამ ანგარიშზე თანხას ვერავინ შეიტანს, თუ არ ექნება ხელთ ის უნიკალური კოდი, რომელიც აქვს პროკურატურას.

მინდა მივმართო "საქართველოს ბანკს", თუკი მოხდება ჩემს ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანა და გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა. ეს არის არა მხოლოდ უფლების, არამედ კანონის დარღვევაც. ამის მონაწილე, იმედია, არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო საბანკო დაწესებულება "საქართველოს ბანკი,"-განაცხადა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge