png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გარანტიას ვაძლევ მელიას, რომ არავინ აპირებს მისი გირაოს გადახდას - მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 11.02.2021
  • 19:49
გარანტიას ვაძლევ მელიას, რომ არავინ აპირებს მისი გირაოს გადახდას - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ე.წ. უნიკალური კოდი, რომლის გარეშეც, ნიკა მელიას თქმით, მასზე დაკისირებული გირაოს გადახდა შეუძლებელია, მხოლოდ სწრაფი იდენტიფიკაციისთვისაა საჭირო და ის არ არის ერთგვარი ბარიერი, გირაოს გადასახდელად.

"მისი განცხადებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ის და "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს ნიკა მელიას გირაო გადაიხადონ ე.წ. გვერდითა გზებით.

მე აქ არ ვიდგებოდი, თავად რომ არ იშვერდნენ ხელს ჩვენი მისამართით, თითქოს ჩვენ გვაქვს აღტკინება და სურვილი, რომ მაინცდამაინც ნიკა მელიას გადავუხადოთ გირაო, რაც არასდროს მომხდარა სხვების შემთხვევაში.

გარანტიას ვაძლევ პირადად მას, რომ არავინ აპირებს მისი გირაოს გადახდას, არც ამაზე ფიქრს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუმცა ისინი ხელს მაინც ჩვენკენ იშვერენ და ასეთი თავხედური პიარით ცდილობენ ხალხი მოატყუონ.

თუ მას უნდა გირაოს გადახდა, დაანებოს თავი ამ მანიპულაციებს და გადაიხადოს, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის ნებას.

გირაოს ანგარიში არის ღია, ის არ არის რაიმე კოდით დაცული იმგვარად, რომ ამ კოდის გარეშე არ შეიძლებოდეს გადახდა, ისინი იტყუებიან და მანიპულირებენ სპეციალურად ისეთი ტერმინით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვისაა უცხო, თუმცა ნებისმიერმა ადვოკატმა, სამართალდამცველმა თუ ბრალდებულმა იცის, რომ ეს კოდი მხოლოდ და მხოლოდ იდენტიფიცირებისთვისაა საჭირო,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge