png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრემიერის ინიციატივით, დედაქალაქში გენერალური გეგმის არსებობამდე განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს

  • პოლიტიკა
  • 26.01.2016
  • 10:52
პრემიერის ინიციატივით, დედაქალაქში გენერალური გეგმის არსებობამდე განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობამდე, გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს, - შესაბამისი თხოვნით პრემიერმა თბილისის მერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმართა, რომელზეც თბილისის მერიის პროექტები განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც ცნობილია, გენერალური გეგმის დასრულებას გარკვეული პერიოდი, დაახლოებით წელიწად-ნახევარი სჭირდება, გარდამავალ პერიოდში თამაშის წესების არარსებობა კი საზოგადოებაში შეშფოთების საგანია.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა განისაზღვროს წესები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეები გარდამავალ პერიოდში იმოქმედებენ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია, რათა თამაშის წესების არარსებობის პირობებში არ მოხდეს ისეთი ნებართვების გაცემა, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გარემოს, საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონას.

„გენერალური გეგმის არსებობამდე პერიოდი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანია. კერძო დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ ის, რომ მათ, შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ. მოსახლეობას ამ მიმართულებით  განუკითხაობის მოლოდინი აქვს და ეს საკითხი მოკლე ვადებში უნდა მოგვარდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მერიის პროექტების პორტფელის პრიორიტეტიზაცია და პროექტების შესრულების ვადები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge