png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებით ოპოზიციას ცივი წყალი გადაესხა - სუბარი

  • პოლიტიკა
  • 20.02.2021
  • 21:48
პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებით ოპოზიციას ცივი წყალი გადაესხა - სუბარი

პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებით, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენისას წარმოიდგინა, თუ როგორ წაეშლებოდათ სახე ოპოზიციის წევრებს.

"მრავლესობასთან შეხვედრაზე, როცა პოლიტსაბჭოზე გადაწყდა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, წარმოვიდგინე "ქართული ოცნების" წევრების გახარებული და "ნაციონალური მოძრაობისა" და მათთან შეკრებილი ოპოზიციის წაშლილი სახეები. პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებით, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა. ამაზე დიდ შოკს ისინი ვერ მიიღებდნენ. ძალიან კარგად იციან რას ნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობა მათთვის. ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომელიც ჩვენი თანამებრძოლია და დიდი გამოცდილება აქვს. ირაკლი ღარიბაშვილთან ყველაზე მეტი მიკამათია და მიჩხუბია, მაგრამ ამავდროულად ვიყავით და ვართ თანამებრძოლები. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან პრინციპული ადამიანია. მას მანამდეც ჰქონდა გამოცდილება, მაგრამ ბოლო წლებში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, მუშაობდა ასოცირების ხელშეკრულებაზე, მართავდა თავდაცვის სამინისტროს. ესაა ის გამოცდილება რაც ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება იმ პრინციპულობასთან ერთად, რაც მას გააჩნია", - აღნიშნა სუბარმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge