png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.01.2016
  • 15:26
საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ შარშან აქტიურად ჩაერთო პროცესში, რათა საარჩევნო საკითხების განსახილველად შექმნილიყო ფორუმი და მომხდარიყო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის ძირითადი თამაშის წესებთან დაკავშირებით.

„მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო პრემიერმინისტრთან საარჩევნო კოდექსის საკითხებზე, რადგან მეტი გახსნილობა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო სტრუქტურების ჩართვის თვალსაზრისით, საქართველოში ევროპული პოლიტიკური კულტურის დაფუძნების წინაპირობაა. 

ასეთი დისკუსიები, რა შედეგისკენაც არ უნდა იყოს ორიენტირებული, მიგვიყვანს მეტ თანხმობამდე, რაც ნიშნავს ქართული პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ ევროპულ სტანდარტებამდე აწევას",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინიციატივას, საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცახდებით, ასეთი მოთხოვნა ადმინისტრაციაში ჯერ არ შემოსულა, თუმცა თუ იქნება მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, მისი დაკმაყოფილების სირთულეს ვერ ხედავს.

„ამ საკითხის განხილვის მნიშვნელობისათვის არაერთხელ გამისვამს ხაზი, თუ მოთხოვნა იქნება, ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა დაეთმოს ასეთი ტიპის განხილვას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge