png.ge
png.ge
png.ge
16+
30 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
30 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ესპანეთში დიქტატორ ფრანკოს უკანასკნელი ქანდაკება აიღეს

  • მსოფლიო
  • 24.02.2021
  • 18:21
ესპანეთში დიქტატორ ფრანკოს უკანასკნელი ქანდაკება აიღეს

ესპანეთის მელილიას ავტონომიურ ოლქში, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს, დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს უკანასკნელი ქანდაკება აიღეს. ინფორმაციას BBC ვრცელებს.

მელილიას ასამბლეის წევრმა ელენა ფერნანდეს ტრევინომ ფრანკოს ძეგლის დემონტაჟს ისტორიული დღე უწოდა. დემონტაჟის წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი პარტია. პარტია „ხმის“ წევრები მისი აღების მოწინააღმდეგნი იყვნენ და ამტკიცებდნენ, რომ 1978 წელს აღმართულმა ძეგლმა უკვდავყო ფრანკოს, როგორც ესპანეთის ლეგიონის მეთაურის როლი რიფის ომში, რომელსაც ესპანეთი 1920-იან წლებში მაროკოში ბერბერთა ტომების წინააღმდეგ აწარმოებდა.

2007 წელს ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, დიქტატორ ფრანკოს სიმბოლოები ეტაპობრივად უნდა განადგურდეს.

ფრანკო დაკრძალული იყო მადრიდის სიახლოვეს, მავზოლეუმში, 1930-იანი წლების სამოქალაქო ომის ათი ათასობით მსხვერპლთა გვერდით. 2019 წელს ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფრანკოს ნეშტი გადაასვენეს მინგორუბიოს სასაფლაოზე, მადრიდში. დიქტატორის შთამომავლებმა სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა წინაპარს პირველი სამარხი ვერ შეუნარჩუნეს.

ფრანკო ხელისუფლებაში 1936-1939 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ მოვიდა. ის ესპანეთის  ნომინალურად აღდგენილი სამეფოს დე ფაქტო რეგენტი გარდაცვალებამდე - 1975 წლამდე იყო. ფრანკოს გარდაცვალების შედეგ ქვეყანაში აღდგა მონარქია.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
  • 01:37
ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge