png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 27.01.2016
  • 09:14
საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთო-ს საპარლამენტოასამბლეის დელეგაცია მიიღო.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ეუთო-ში ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან ვიგენინი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრისას საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობასა და რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისითსაერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

მხარეებმა საქართველოში 2016 წელს დაგეგმილი არჩევნებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნისდემოკრატიული განვითარებისათვის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საარჩევნო საკითხებზე კონსტრუქციულდიალოგსა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას განსაკუთრებულიმნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და მეზობელ სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალისსაოკუპაციო რეჟიმებთან  გაფორმებული ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებები" საქართველოსათვის მიუღებელია.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიისათვის მზადების პროცესზე, რომელსაც თბილისი 2016 წლის ივლისში უმასპინძლებს.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტისადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართელოს პარლამენტის წევრები, ასევე პრეზიდენტისადმინისტრაციის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge