png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თურქმენეთი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული

  • ეკონომიკა
  • 27.01.2016
  • 14:49
თურქმენეთი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული

27 იანვარს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს, ბაიარ აბაიევს შეხვდა. მინისტრებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენ კოლეგას საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქმენეთი დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებით, საქართველოს გავლით ტვირთების ტრანსპორტირებით და საქართველოში სასაწყობო მეურნეობის განვითარებით.

აღსანიშნავია, რომ თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ორმხრივი ვიზიტების დროს აქტიურად განიხილება თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ორმხრივი ეკონომიკური სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხები და სხვა.

2015 წელს სავაჭრო ბრუნვა თურქმენეთთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52.1%-ით გაიზარდა და 127.26 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 1.3%-ს წარმოადგენს. მათ შორის ექსპორტი გაიზარდა 12%-ით, განისაზღვრა 16.05 მლნ. აშშ დოლარით და საქართველოს ექსპორტის 0.7% შეადგინა. იმპორტი გაიზარდა 60.4%-ით, განისაზღვრა 111.21 მლნ. აშშ დოლარით და საქართველოს იმპორტის 1.4% შეადგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge