png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ღარიბაშვილი ბრიუსელში პრობლემებით სავსე ხელებით წავიდა - ბადრი ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 15.03.2021
  • 17:20
ღარიბაშვილი ბრიუსელში პრობლემებით სავსე ხელებით წავიდა - ბადრი ჯაფარიძე

ბატონი ღარიბაშვილი ბრიუსელში პრობლემებით სავსე ხელებით წავიდა, - ამის შესახებ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა. ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი ოპტიმიზმი არ შერყეულა, რადგან საქართველოს მეგობრები ქვეყანაში იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება.

"დავეთანხმებოდი ქართულ ოცნებას, სავსე ხელებით წავიდა ბატონი ღარიბაშვილი, ოღონდ პრობლემებით სავსე ხელებით. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ოპტიმიზმი არ შერყეულა, იმიტომ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ქვეყნის ერთგულმა მეგობრებმა, ევროკავშირს ვგულისხმობ და ამ შემთხვევაში შარლ მიშელს, როგორც ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირს ევროკავშირში და მის წარმომადგენელს დანიელსონს, მათ თქვეს, რომ ისინი იმუშავებენ მანამ, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან და კიდევ უფრო მეტს გეტყვით, ჩემი ოპტიმიზმი გაიზარდა ამ განცხადების შემდეგ", - თქვა ჯაფარიძემ.

გუშინ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ძალიან მსხვილი პაკეტით  და სავსე ხელებით მიდის, ოპოზიცია კი  ცარიელი ხელებით დარჩენილია  ქუჩაში.

კობახიძის ბრიფინგის შემდეგ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტს ახანგრძლივებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge