png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოში ევროკავშირის მარცხის შემდეგ, ამერიკა უნდა ჩაერთოს - Washington Examiner

  • პოლიტიკა
  • 20.03.2021
  • 14:00
საქართველოში ევროკავშირის მარცხის შემდეგ, ამერიკა უნდა ჩაერთოს - Washington Examiner

"საქართველოში ევროკავშირის მარცხის შემდეგ, ამერიკა უნდა ჩაერთოს", - ამ სათაურით ამერიკული გამოცემა Washington Examiner-ი აქვეყნებს ტომ როგანის წერილს, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

წერილის ავტორის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარუმატებლობის შემდეგ, დროა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთოს.

ტომ როგანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების უშედეგოდა დასრულება პუტინის გამარჯვება და დემოკრატიის მარცხია.

"საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მოლაპარაკებების ჩაშლა ვლადიმირ პუტინის მოულოდნელი გამარჯვება და ადამიანის უფლებების, დემოკრატიის დამარცხებაა.

ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებული ერთკვირიანი დისკუსიების შემდეგ, მმართველმა ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კრიზისიდან გამოსავლის ძიების მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

საეჭვო იურიდიული საფუძვლით ნიკა მელიას დაკავება მთავრობის ძალაუფლების ავტორიტარული კონსოლიდაციის მცდელობა იყო. მელიას დაკავებას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის გადადგომა.

მთავრობას ნომინალურად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, თუმცა რეალურად მართავს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი, კრონი კაპიტალისტი, რომელმაც პუტინის კეთილგანწყობა მოიპოვა, არაფრად აგდებს ოპოზიციას და ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.

ოლიგარქის ნეგატიური გავლენა იგრძნობა როგორც ადამიანის უფლებების, ისე ეკონომიკის სფეროში. რუსეთის ბოლოდროინდელი მცდელობები, მოახდინოს საქართველოს დემოკრატიის დესტაბილიზაცია, პროცესში მკვლელობების მცდელობით, ასევე დაუსჯელი რჩება.

ევროკავშირი შუამავლობით და კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით ამ საკითხების მოგვარებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა. მთავრობამ უარი თქვა ახალი არჩევნების დანიშვნასა და მელიას გათავისუფლებაზე.

ერთადერთი რაც ევროკავშირმა მოახერხა, არის ვიდეოს მომზადება, სადაც ჩანს თუ როგორ სეირნობს კრისტიან დანიელსონი შენობის ირგვლივ. ეს სერიოზული მარცხია ევროკავშირის სანდოობისთვის. როგორც კვირის დასაწყისში ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა Financial Times- ს, "თუ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ამიერკავკასიის პატარა ქვეყანას, რომელსაც სურს ჩვენს ორბიტაზე ასოცირება, მაშინ რა ჯანდაბა შეგვიძლია?!" - კარგი კითხვაა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ, თუ იგი სერიოზულად ეკიდება თავის რიტორიკას დემოკრატიის დაცვაზე, ნაბიჯები უნდა გადადგას. საქმე ეხება ახალგაზრდა დემოკრატიის შესაძლებლობებს, გადარჩეს ჩამოყალიბების წლებში, დიდი შიდა და საგარეო ზეწოლის პარალელურად.

შეერთებულ შტატებს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, მათ შორის უშუალოდ ივანიშვილზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენი დაუყოვნებლივ უნდა ჩავიდეს თბილისში. თუ ის ამას არ იზამს, კიდევ უფრო გამოეთხრება ძირი პროდასავლური ხალხის მისწრაფებებს და გაზრდის პუტინის დამღუპველ გავლენას", - წერს ტომ როგანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge