png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 28.01.2016
  • 13:13
ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭძიანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა. ღნისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

ქართული ღვინის სახლი „სუოლუნ“ კომპანიამ გახსნა და რიგით მეორე ღვინის სახლია ბოლო 7 თვის განმავლობაში ამ კომპანიის მიერ გახსნილი. საზეიმო გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი დისტრიბუტორები, დილერები და მედიის წარმომადგენლები. „სუოლუნ“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ისიაო ძიუნუმ სტუმრებს ქართული ღვინის პრეზენტაცია წარუდგინა და ჩინეთში „ქართული ღვინის სახლების“ ქსელის მნიშვნელობა გააცნო.

„სუოლუნ“ კომპანია 2016 წლის ბოლომდე გეგმავს 60-80 „ქართული ღვინის სახლის“ გახსნას მთელი ჩინეთის მასშტაბით, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობით წარიმართება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილია ქართული ღვინის სკოლის გახსნა ქალაქ ივუში (Yiwu).

მაია ცქიტიშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ივუში და გაეცნო „სუოლუნ“ კომპანიის სამომავლო გეგმებს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. სააგენტოს წარმომადგენელი ასევე შეხვდა ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ივუს ლოჯისტიკური ცენტრის (Bonded Logistics Center) გენერალურ დირექტორს ქალბატონ კრისტალს, სადაც განხილული იყო ჩინეთის მთავრობის პროექტის ფარგლებში ქართული ღვინისათვის უფასო საწყობით სარგებლობის წინადადება.

ჭძიანგის პროვინცია სადაც 55 მლნ მოსახლეა, ქალაქი ივუ ცნობილია, როგორც იმპორტირებული პროდუქტის სავაჭრო ბაზრობა. აქ, მსოფლიოს მასშტაბით თავს იყრის 90 ქვეყნისა და რეგიონის 50,000 ფართო მოხმარების იმპორტირებლი პროდუქტი.

2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით. ჩინეთში, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი ზრდის ტემპები წლის ბოლომდე შენარჩუნდა და 2015 წლის მონაცემებით 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge