png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრემიერი: ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ ევროპული, მაღალი კულტურის მქონე ქვეყანა

  • პოლიტიკა
  • 29.01.2016
  • 10:02
პრემიერი: ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ ევროპული, მაღალი კულტურის მქონე ქვეყანა

ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა  მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გიორგი კვირიკაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა და პოლიტიკურ ძალებს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, წინ საპარლამენტო არჩევნებია და საქართველომ  უნდა დაამტკიცოს, რომ არის ევროპული და მაღალი კულტურის ქვეყანა.

„გუშინ ჩატარდა არჩევნები გარდაბანში, მინდა ყველა დამკვირვებელს და არასამთავრობო ორგანიზაციას ვუთხრა მადლობა. მინდა გამარჯვებულს მივულოცო. ძალიან კარგია, რაც მან განაცხადა, რომ ის იქნება ყველას გამგებელი და ეს მისასალმებელი განცხადებაა. არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს პოზიცია, როგორც  ევროპული ქვეყნის, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, ვართ მაღალი კულტურის ქვეყანა.  მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციისა, რაც შესაძლოა მოხდეს, ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობა,  ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია და ძალგვიძს ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები,"–აღნიშნა პრემიერმა.

მანვე იუსტიციის მინისტრს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებული სასჯელის და შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა სთხოვა. 

„მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს იქნებ გადავხედოთ  რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ფულადი ჯარიმებია ეს თუ სხვა სახის მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა მეორე უკიდურესობაში გადავარდეთ, მაგრამ ბევრ ცივილიზებულ სამყაროში უფრო მკაცრი სასჯელებია გათალისწინებული და იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე,"–განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge