png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქვეყნის მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება - სუს-ის ანგარიში

  • პოლიტიკა
  • 26.04.2021
  • 12:35
ქვეყნის მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება - სუს-ის ანგარიში

„2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა“- ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ალექსი ბატიაშვილმა სამსახურის საქმიანობა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შეაჯამა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილა. მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი განაგრძობდა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას და ხელს უწყობდა საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის გაუცხოებისკენ მიმართულ პროცესს. ადგილზე აქტიურად მიმდინარეობდა მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები.
ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე კი, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა და მათი მდგომარეობა გაუარესდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„მაღალი ინტენსივობით გრძელდებოდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. არსებული მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 120-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალები და მძიმე სამხედრო ტექნიკა აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რაც რეგიონულ საფრთხესა და საერთაშორისო გამოწვევას წარმოადგენს“, - აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.

ანგარიშის წარდგენისას სამსახურის უფროსის მოადგილემ 2020 წელს საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიმდინარე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასა და სხვა უკანონო აქტივობებზე ისაუბრა.

„ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე. რიგ შემთხვევებში, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge